ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების შედგენას და მათზე დაყრდნობით დეტალური ფინანსური ანალიზის მომზადებას;

ტრენინგის მსვლელობისას ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს მოვახდენთ რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ქართული კომპანიების მაგალითზე, ბიზნეს სექტორების სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;

ფინანსური კოეფიციენტების  საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ციფრები, როგორც თითოეული მაჩვენებლის ჭრილში ასევე, ერთმანეთთან კომბინაციაში;

ტრენინგზე ჩვენ გავივლით, როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ ანალიზს, ასევე მომგებიანობის, ლიკვიდურობის, ლევერიჯის, აქტივების მართვის კოეფიციენტებს, დეტალურად გავივლით თუ როგორ უნდა შევაფასოთ კომპანიიის ფინანსური მდგომარეობა  აღნიშნული კოეფიციენტების საშუალებით, ასევე გავივლით მნიშვნელოვან კავშირებს  კოეფიციენტებს და ფინანსურ ანგარიშგებას შორის;

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

 დამოუკიდებლად შეაფასოთ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების  ფინანსური მდგომარეობა, თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენად შეექმნება კომპანიას უახლოეს პერიოდში ლიკვიდურობის პრობლემა, ან ფულადი სახსრების დეფიციტი, ასევე განსაზღვრავთ რამდენად ეფექტურად მართავს კომპანია საკუთარ საბრუნავ აქტივებს, რამდენად ჯანსაღია კომპანიის ფულადი სახსრების საოპერაციო ციკლი, ასევე განსაზღვრავთ ხომ არ დგას კომპანია ჭარბვალიანობის რისკის წინაშე;

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

მსმენელები  რეალურ ქეისებზე დაყრდნობით მოახდენენ  ქართული კომპანიების  ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს, შეაფასებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორების კომპანიებს, რაც მათ დაეხმარება დეტალურად გაერკვნენ თუ რა სპეციფიკა აქვს თითოეულ  ბიზნეს სექტორს და რა უნდა გავითვალისწინოთ  ფინანსური ანალიზის დროს;

ვისთვის არის განკუთვნილი:

ფინანსისტებისთვის, ანალიტიკოსებისთვის,  საშუალო და მცირე კომპანიების დირექტორებისთვის და დამფუძნებლებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის;

• ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი) - ბრუნვითი უწყისიდან და გატარებებიდან
• მოგება-ზარალის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი

 

  • ფულადი სახსრების ანგარიშგების (Cash Flow) მომზადება
  • ანგარიშგებებს შორის კავშირები და შემოწმების ტექნიკები

 

• კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასება კოეფიციენტების მიხედვით პრაქტიკული ქეისის მაგალითზე ექსელში, გავაანალიზებთ სავაჭრო, სამშენებლო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს კომპანიებს , გავივლით თითოეული სფეროსთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.

  • მომგებიანობების კოეფიციენტი
  • ლიკვიდურობის კოეფიციენტი
  • აქტივების მართვის კოეფიციენტი
  • ფულის საოპერაციო ციკლი
  • ფინანსური სტაბილურობის კოეფიციენტები
  • პრაქტიკული ქეისის მაგალითზე ექსელში;

• საკუთარი და მოზიდული სახსრების თანაფარდობის მაჩვენებლის განხილვა

 

• კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასება , ბიზნეს სექტორების მიხედვით
• სავაჭრო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები

  • მარჟების ანალიზი
  • კლიენტების და მომწოდებლების ანალიზი
  • მარაგების ბრუნვადობების ანალიზა
  • კომერციული ანალიზი

• საწარმოო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები

  • თვითღირებულების ანალიზი
  • ზედნადები ხარჯების ანალიზი
  • წარმოების ანალიზი
  • კომერციული ანალიზი

 

• სამშენებლო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• მომსახურე სექტორის კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• შედარებით ანალიზის ტექნიკები და მნიშვნელობა
• ბენჩმარკების როლი კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადებაში

 

• დანახარჯების ანალიზი (Cost Analysis) და ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა კომპანიაში
• ფინანსური სტრატეგიის შერჩევა (Financial Strategic Planning)
• როგორ დავგეგმოთ კომპანიაში ფულადი სახსრები (Cash Flow)
• ფინანსური მოდელის პრაქტიკული მაგალითის გგანხილვა

 

• ინვესტიციის უკუგების შეფასების მეთოდები
• ფულის დროითი ღირებულება
• როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა
• ბიზნესის შეფასების დისკონტირებული ფულადი სახსრების მოდელის დეტალური განხილვა (DCF Model)
• საინვესტიციო პროექტის განხილვა და მსჯელობის აღნიშნულ ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

საბოლოო ქეისი მომზადება - ერთ-ერთი ქართული კომპანიის შერჩევა და რეალურ მაგალითზე კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა

ღირებულება - 800 ლარი

ხანგრძლივობა - 16 საათი