ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

ფინანსების მართვა საცალო ვაჭრობისთვის

ზოგადი ინფორმაცია:

საცალო ბიზნესისთვის  საკვანძო საკითხია ფულადი რესურსების დეფიციტის მართვა, რაც განპირობებულია კომპანიის მარაგების (დეფიციტები, ჭარბი მარაგების ოდენობები), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არასწორი დაგეგმვით და კონტროლით..

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს  დაგეგმვა/ ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაფასონ დანახარჯების ეფექტურობა და შესაბამისად მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია, რაც განაპირობებს მომგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

საცალო ბიზნესისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის გამოყოფილი ფართის ეფექტურობის განსაზღვრა, რათა უფრო მომგებიანად იქნეს გამოყენებული სავაჭრო ფართები.

ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად მართოთ კომპანიის რესურსები,  მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას, გაიუმჯობესოთ კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი და მიიღოთ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რის მიღწევაშიც დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჯგუფი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზიციას
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ეფექტური მართვის სისტემის დანერგვას და მათი კონტროლის მექანიზმებს
  • ბიუჯეტირებას და დანახარჯების ოპტიმიზაციას
  • რეპორტინგის სისტემის შემუშავებას
  • აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • პერსონალის გადამზადებას
  • აღრიცხვის ელექტრონული სისტემების ანალიზსა და რეკომენდაციებს

შედეგად თქვენ მიიღებთ:

მარაგების ეფექტურ მართვას - მარაგების მინიმალური ოდენობების განსაზღვრას ნომენკლატურების ჭრილში, შეკვეთების მომზადების სისტემას შეკვეთის ოპტიმალური ოდენობების განსაზღვრისათვის, რაც განაპირობებს მარაგების დეფიციტების მინიმიზაციას და ასევე ჭარბი მარაგების თავიდან აცილებას.

ასორტიმენტის ანალიზის სისტემას (ABC ანალიზი)

დანახარჯების ეფექტური მართვის სისტემას და გაიუმჯობესებთ ფინანსურ მაჩვენებლებს, ასევე მიიღებთ გამართულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რეპორტინგის სისტემას, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ საინვესტიციო პროექტები;