ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი მოიცავს IFRS For SMEs სტანდარტების დეტალურ განხილვას, საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული რეალური ქეისების დახმარებით.

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

დამოუკიდებლად მოამზადოთ ფინანსური ანგარიშგება IFRS For SMEs -მსს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და დააკმაყოფილოთ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონის მოთხოვნები;
გაეცნობით ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მიიღებთ მზა გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად;
შეძლებთ დამოუკიდებლად შეიმუშაოთ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა;
შეძლებთ აქტივების მართვის პროცესისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას;

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

კურსი უნიკალურია იმით, რომ წარმოადგენს სინთეზს როგორც თეორიული ნაწილის, რაც გულისხმობს სტანდარტების სიღმისეულ გავლას და გაანალიზებას, ასევე მნიშვნელოვნად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზეც, რათა მსმენელმა აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ  დამოუკიდებლად შეძლოს IFRS For SMEs -მსს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება, სააღრიცხვო პოლიტიკის და ახსნა-განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით.

ვისთვის არის განკუთვნილი:

კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.

 

j
5
b

ღირებულება - 500 ლარი

ხანგრძლივობა - 30 საათი (6 კვირა)