ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

IFRS - დანერგვა

ზოგადი აღწერა

2016 წელს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის კანონში შესულმა ცვლილებებმა კომპანიებისთვის სავალდებულო  გახადა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS სტანდარტების შესაბამისად.

აქედან გამომდინარე კომპანიებს დაუდგათ აღრიცხვის სისტემის IFRS  სტანდარტებზე ტრანსფორმაციის საჭიროება.

ჩვენ გთავაზობთ

კომპანიაში არსებული აღრიცხვის სისტემის გამოკვლევას, კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას  IFRS სტანდარტებზე და აუდიტის პროცესში მხარდაჭერას;

  • კომპანიის აღრიცხვის სისტემის ანალიზს
  • კომპანიის კონტროლის მექანიზმების პროცედურის შემუშავებას
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • კომპანიის სასტარტო ნაშთების ტრანსფორმაციას (კორექტირებებს) IFRS სტანდარტებზე
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • ფინანსური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მხარდაჭერას
  • მხარდაჭერას საქმიანობის მიმოხილვის ანგარიშგების მომზადების პროცესში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონის“ შესაბამისად.
  • დანერგვის შემდგომ მონიტორინგს

შედეგად თქვენ მიიღებთ

სააღრიცხვო სისტემას IFRS სტანდარტების შესაბამისად გამართულ პროცესებს, შეძლებთ რისკების სწორად შეფასებას, რაც მომავალში დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და გაგიადვილებთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას;