ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

ფინანსების მართვა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის

ზოგადი ინფორმაცია:

სადისტრიბუციო ბიზნესისთვის  საკვანძო საკითხებია ფულადი რესურსების დეფიციტის მართვა, რაც განპირობებულია კომპანიის მარაგების (დეფიციტები, ჭარბი მარაგების ოდენობები), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არასწორი დაგეგმვით და კონტროლით.

სადისტრიბუციო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ობიექტების კატეგორიზაცია, მისი პოტენციალის, ეფექტურობისა და მომგებიანობის განსაზღვრა. ასოსრტიმენტის მართვა.

საკვანძო საკითხს ასევე წარმოადგენს  დაგეგმვა / ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაფასონ დანახარჯების ეფექტურობა და შესაბამისად მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია, რაც განაპირობებს მომგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ ეფექტურად მართოთ კომპანიის რესურსები,  მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას, გაიუმჯობესოთ კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი და მიიღოთ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რის მიღწევაშიც დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჯგუფი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომპანიის ბიზნესს პროცესების ოპტიმიზიციას
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ეფექტური მართვის სისტემის დანერგვას და მათი კონტროლის მექანიზმებს
  • ბიუჯეტირებას და დანახარჯების ოპტიმიზაციას
  • რეპორტინგის სისტემის შემუშავებას
  • აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • პერსონალის გადამზადებას
  • აღრიცხვის ელექტრონული სისტემების ანალიზს და რეკომენდაციებს

შედეგად თქვენ მიიღებთ:

მარაგების ეფექტურ მართვას - მარაგების მინიმალური ოდენობების განსაზღვრას ნომენკლატურების ჭრილში, შეკვეთების მომზადების სისტემას შეკვეთის ოპტიმალური ოდენობების განსაზღვრისათვის, რაც განაპირობებს მარაგების დეფიციტების მინიმიზაციას და ასევე ჭარბი მარაგების თავიდან აცილებას.

სავაჭრო ობიექტების კატეგორიზაციის, ეფექტურობისა და მომგებიანობების შეფასების სისტემას.

დისტრიბუტორების/სავაჭრო წარმომადგენლების ეფექტურობისა და მომგებიანობის ანალიზის სისტემას.

ასორტიმენტის ანალიზის სისტემას (ABC ანალიზი)

დანახარჯების ეფექტური მართვის სისტემა საშუალებას მოგცემთ  გაიუმჯობესებთ ფინანსურ მაჩვენებლებს და  მიიღებთ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამართული რეპორტინგის სისტემა.